მმართველთა გუნდისა და თანამშრომლების მჭიდრო კოლაბორაციის შედეგად ახალი დიზაინი შემუშავდა პროექტებზე დაფუძნებული საუშაო პროცესების ხელშესაწყობად და შეხვედრებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველსაყოფად. „ჩვენ გვსურდა, შეგვექმნა საზოგადოებრივი სივრცე, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ჩვეულებრივი კონცეფციისგან“. სანამ დიდი სიფრთხილით ხდებოდა ოფისის თითოეული ნაწილის მოწყობა, ჩვენ გავითვალისწინეთ 100-ზე მეტი რჩევა, რომლებიც მანამდე მივიღეთ ჩვენი სავაჭრო ცენტრის საზოგადოებრივი სივრცის გასაუმჯობესებლად“ - აღნიშნა დოქტორმა კლარა ანდრაშმა, დსს ეგის ფარმაცეუტიკალსის ადამიანური რესურსების დირექტორმა. ახალი საზოგადოებრივი სივრცე სავსეა მკვეთრი ფერებითა და დინამიური ელემენტებით, როგორიცაა სკამები მაღალი საზურგით, ნიჟარისებრი სავარძლები, კაფსულის ფორმის ავეჯი და ტერასა, სადაც საუკეთესო ატმოსფეროა.
2018 წელს ჩატარებულ პროექტებს შორის ეგისი აღიარებულ იქნა კომპანიად, რომელმაც თანამშრომლებს განსაკუთრებული გამოცდილება შესძინა და სამუშაო პროცესები უფრო ინოვაციური გახადა.