როგორც ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც მუდმივად უზრუნველყოფს,ნიჭიერი ახალგაზრდების მოზიდვას, ეგისი ტრადიციულად მხარს უჭერს საშუალო და უმაღლეს განათლებას. ბოლო დროს, ამ მხრივ ჩვენი საქმიანობა ახალი ინიციატივის საშუალებით გაფართოვდა.
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა განაცხადა, რომ ზრდასრულ ასაკში ახლანდელი ბავშვების 50%-ზე მეტს ექნება ისეთი სამსახური, რომელიც ჯერ საერთოდ არ არსებობს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ითვისებდნენ არა მხოლოდ სასკოლო პროგრამას, არამედ ივითარებდნენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება მათ, მარტივად დაიკავონ კუთვნილი ადგილი მუდმივად ცვალებად სამყაროში.
ედისონის პლატფორმა ეხმარება ბავშვებს, გაიუმჯობესონ უნარები, რომლებიც სცილდება სასკოლო განათლების ფარგლებს. ეგისი ახლახანს შეუერთდა ამ ინიციატივას. ჩვენი მოღვაწეობის სფეროდან გამომდინარე, ეგისი მიზნად ისახავს ხელშეწყობას მეცნიერების კუთხით.