შეთანხმების თანახმად, ეგისი ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებებს იძენს მედიკამენტზე, რომელიც გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისას ისეთი გვერდითი ეფექტის შესამცირებლად, როგორიცაა ნეიტროპენია, რაც თავის მხრივ ხდება საშიში ინფექციების განვითარების მიზეზი. ეს სტრატეგიული შეთანხმება აფართოებს პაციენტების წვდომას პეგფილგრასტიმზე ეგისის ოთხ ქვეყანაში. ამ ხელშეკრულებით, ეგისმა ბიოსიმილარული მედიკამენტის დანერგვაზე ექსკლუზიური უფლებები მოიპოვა უნგრეთში, რუმინეთში, ლიეტუვაში და ლატვიაში