იშტვან ორბანი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა 1982-2006 წლებში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ ეგისი უნგრეთის და აღმოსავლეთ ევროპის ფარმაცევტული ინდუსტრიის მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. დოქტორმა, როგორც ჩვენ, ეგისის თანამშრომლები მას ვეძახდით, თავისი კარიერა, როგორც ინჟნერ-ქიმიკოსმა, ჩვენს სათაო ოფისში დაიწყო, რომელიც კიობანიას რაიონის ცენტრში მდებარეობდა. მისი პროფესიონალური და პიროვნული თვისებების, სტრატეგიული და ხალხზე ორიენტირებული აზროვნების, ისევე, როგორც ეგისისადმი ერთგულების წყალობით, მას დიდი დრო არ დასჭირვებია, რომ გამორჩეულიყო და დაეწყო შთამბეჭდავი კარიერული წინსვლა. დოქტორი ეგისის გენერალური დირექტორის მოვალეობას 24 წლის განმავლობაში ასრულებდა.