წელს კამპანიას სურს, კიდევ უფრო მეტად იზრუნოს და მეტი ყურადღება დაუთმოს ბავშვების ჯანმრთელობას. ეს ასახულია მის მიზანში: „მხოლოდ ჯანმრთელ ბავშვებს შეუძლიათ გახდნენ ჯანმრთელი მოზრდილები.“ ახალ კამპანიას - „მოგზაურობა ჯანმრთელობის იმპერიაში“- სურს ასწავლოს ბავშვებს, როგორ მუშაობს ადამიანის ორგანიზმი ისეთი სანახაობრივი ელემენტების დახმარებით, როგორიცაა 3D ფილმები, მაკეტები და 3D მინი-პლანეტარიუმი.
ახალი ინიციატივის გათვალისწინებით, დაახლოებით 75 000 ბავშვს ექნება საშუალება, ისწავლოს საკუთარი ჯანმრთელობის შენარჩუნების გზები.
ჩვენი კომპანია არის უნგრული ნაციონალური ჯანდაცვის სკრინინგის პროგრამის ოქროს სპონსორი: უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ამ ღონისძიებებში მონაწილე 200 000-ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა 7 მილიონზე მეტი გამოკვლევა.