დოქტორი კაროი პატაკი იყო ჩვენი კიორმენდის განყოფილების მთავარი ინჟინერი. მისი ინოვაციური მიდგომა კარგად ჩანს რამდენიმე სფეროში და ჩვენი ერთ–ერთი პროდუქტის განვითარებაც დაუკავშირდა მის მუშაობას. როგორც ეგისის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი, ის ყოველთვის მხარს უჭერდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ასევე ახალი წარმოების მეთოდების შემუშავებას და უკვე არსებულის გაუმჯობესებას. როდესაც ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა ფორუმი ინოვაციური იდეებისთვის, შევთანხმდით, რომ ეს ინიციატივა მისი სახელობის ყოფილიყო. კაროი პატაკის სახელობის კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდა. ღონისძიება განხორციელდა კიორმენდში, სადაც ეგისის ქარხანამ 2019 წელს 50 წლის იუბილე იზეიმა. ჩვენს მოწოდებას ბევრი კოლეგა გამოეხმაურა, რომლებიც არ
ერიდებოდნენ ნათელი იდეების, სასარგებლო რეკომენდაციების და შემოქმედებითი წინადადებების შემოთავაზებას სხვადასხვა ფერადი პრეზენტაციის სახით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ტრადიციით, რადგან აქ წარმოდგენილი კონცეფციების 80% რეალურად განხორციელებადია. ზოგიერთი ჩვენი უახლესი ინოვაცია, მაგალითად ეგისის პროდუქტის წარმოების პროცესის განახლება ან მექანიკური შეფუთვის შემუშავება, პირველად სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში გაჟღერდა.