ჯანმრთელობა
пнд, мар 8, 2021 8:55 вечера
ავტორი: Veronika Bordás

დაუღალავი ბრძოლა კიბოს წინააღმდეგ ათწლეულის განმავლობაში

ჩვენ აღვნიშნეთ კიბოს მსოფლიო დღე.
ჯანმრთელობა

დაუღალავი ბრძოლა კიბოს წინააღმდეგ ათწლეულის განმავლობაში

ჩვენ აღვნიშნეთ კიბოს მსოფლიო დღე.
пнд, мар 8, 2021 8:55 вечера
ავტორი:
Veronika Bordás
пнд, мар 8, 2021 8:55 вечера
ავტორი: Veronika Bordás

კიბო საზოგადოებრივი ჯანდაცვის მთავარი პრობლემაა უნგრეთში; 2019 წელს კიბო უნგრეთში გარდაცვალების პირველ მიზეზს წარმოადგენდა. ევროსტატის შარშანდელი სტატისტიკის თანახმად, კიბოთი სიკვდილობის ყველაზე მაღალი სტანდარტიზებული მაჩვენებელი უნგრეთში დაფიქსირდა.

უკვე ათ წელზე მეტია, რაც ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა ონკოლოგიის თერაპიულ არეალში შესვლა გენერიკული პროდუქტებით - აღნიშნა ონკოლოგიური ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელმა György Tamás Szuhaj-მა. - მას შემდეგ ჩვენი წვლილი შეგვაქვს კიბოთი დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაში რამდენიმე პროდუქტით, რომლებიც ხელმისაწვდომია აფთიაქებში ან საავადმყოფოებში. ეგისი იყო პირველი ფარმაცევტული კომპანია უნგრეთში, რომელმაც ონკოლოგიის სფეროში ბაზარზე გაიტანა ბიოსიმილარული პროდუქტი და დღეს უკვე წარმოდგენილია ბიოსიმილარული  პრეპარატები, რომლებიც გთავაზობთ მოწინავე გადაწყვეტილებებს კიბოთი დაავადებულთა სამკურნალოდ.”

მან დასძინა: გასული ათწლეულის განმავლობაში, ეგისი თანაშრომლობდა რამდენიმე პროფესიულ ორგანიზაციასთან, რათა ერთობლივი ინიციატივების საშუალებით წვლილი შეეტანა პაციენტზე ზრუნვის შემდგომ გაუმჯობესებაში. რაც შეეხება მომავალს, ეჭვგარეშეა, რომ ეგისი  განაგრძობს ონკოლოგიური პორტფოლიოს შენარჩუნებას.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox