მოვლენები
вск, мар 19, 2017 5:30 вечера
ავტორი: Mezo Dora

ბუნების ეროვნული ფოტოგამოფენა, რომელიც უნგრეთის პრეზიდენტმა მოაწყო ეგისის მხარდაჭერით

ველური ბუნების უნგრული ფოტოგრაფი, ბენს მათე მიზნად ისახავს, გამოაფხიზლოს პუბლიკა ბუნების დასაცავად. მისი შთამბეჭდავი ფოტოგამოფენა, რომელიც თავდაპირველად მოეწყო ბუდაპეშტში, შემდგომ შვიდი რეგიონული ქალაქის მთავარ მოედნებზე, გაიხსნა იანოშ ადერის მიერ 13 მარტს. ეს გამორჩეული პროექტი ჩატარდა ეგისის მხარდაჭერით.

ავტორი:
Mezo Dora
вск, мар 19, 2017 5:30 вечера
ავტორი: Mezo Dora
ვიდეოს ჩართვა

მათე ბენსი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფია უნგრეთში, რომელიც, ამავე დროს, ყველაზე გამორჩეული მონაწილე იყო BBC-ს ფოტოკონკურსის ისტორიაში. ის ერთადერთია, რომელმაც მოიპოვა წლის ველური ბუნების ფოტოგრაფისა და წლის ველური ბუნების ახალგაზრდა ფოტოგრაფის ტიტული. მისი სურათები და პრეზენტაციები ყურადღებას ამახვილებს, სახეობების სილამაზეზე, მრავალფეროვნებასა და დაუცველობაზე.

2018 წელს WWF-ის ცოცხალი პლანეტის ანგარიშის მიხედვით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ველურ ხერხემლიანთა რიცხვი 60%-ით შემცირდა, ხოლო მფრინავი მწერების რაოდენობა, რომლებიც საკვებს წარმოადგენენ ფრინველებისთვის - 75%-ით. დღესდღეობით 421 მლნ. ფრინველით ნაკლები ცხოვრობს ევროპაში, ვიდრე 1980 წელს. 2000 წლის შემდეგ ჩვენ დავკარგეთ ფრინველთა პოპულაციის ერთი მესამედი, ხოლო მათი 1300 სახეობაზე მეტი გადაშენების ზღვარზეა. ჩვენი ბიოლოგიური მრავალფეროვნება წარმოადგენს ურთიერთქმედების სერიას, რომელიც ეყრდნობა სახეობებისთვის გადაცემულ და განვითარებად ცოდნას, თუ როგორ გადარჩე მუდმივად ცვალებადი გარემოს პირობებში. ეგისში ჩვენ გვჯერა განკურნების შესაძლებლობის: ჩვენ შევიმუშავებთ და ვაწარმოებთ ხარისხიან პრეპარატებს, რათა უზრუნველვყოთ პაციენტების ხანგრძლივი და ჯანსაღი ცხოვრება. ჩვენ მხარს ვუჭერთ გამოფენას გულწრფელი რწმენით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ნახავს და აღფრთოვანდება ბუნების შესანიშნავი ჰარმონიით. ამით ხაზი გვინდა გავუსვათ იმ ფაქტს, რომ ჩვენ უამრავი შანსი გვაქვს, შევინარჩუნოთ ეს სილამაზე, რაც ასევე, ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox