ეროვნულ დღესასწაულზე, ეგისის აღმასრულებელ დირექტორს დოქტორ იშტვან ჰოდასს "უნგრეთის ეკონომიკაში" შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცა პრემიერ მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიჰალი ვარგამ. აღნიშნული ჯილდო არის ყველაზე პრესტიჟული აღიარება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი გასცემს სამინისტროს დონეზე და გადასცემს უნგრეთის ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და წარმატებისთვის.
ფარმაციის ინდუსტრიაში, მარკეტინგისა და გაყიდვების განხრით რამდენიმეწლიანი გამოცდილების შემდეგ, დოქტორი იშტვან ჰოდასი ეგისს შეუერთდა 2006 წელს, როგორც კომერციული დირექტორი. 2009 წელს იგი გახდა ეგისის აღმასრულებელი დირექტორი. მისი დანიშვნის შემდეგ ყველა ჩვენი ობიექტი გაფართოვდა და დაემატა ახალი კვლევითი ობიექტები, გაიხსნა ახალი საწარმოო ქარხანა და გვაქვს წარმოებასთან დაკავშირებული რამდენიმე მიმდინარე ინვესტიცია უნგრეთში. ჩვენი პროდუქტების პორტფოლიო განახლდა, მათ შორის, ბიოლოგიური პროდუქტებით და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით, ჩვენი მოქმედი ნივთიერებების და მზა პროდუქტების წარმოება გადავიდა ახალ დონეზე.
„ეს ჯილდო დიდი პატივია. ეს დიდწილად არის 18 ქვეყანაში ჩვენი 4400 კოლეგის ერთგული მუშაობის და, ასევე, ეგისის საქმიანობის ეკონომიკური მნიშვნელობის აღიარება. ჩვენ ვახორციელებთ კვლევით საქმიანობას, ასევე, მოქმედი ფარმაცევტული ნივთიერებების და მზა პროდუქტების წარმოებას მხოლოდ უნგრეთში. წარმატებული საექსპორტო საქმიანობის გამო, ჩვენი პროდუქტები ხელმისაწვდომია 65 ქვეყანაში. ეკონომიკურად რთულ ვითარებებშიც კი ეგისი რჩება უნგრეთის ეკონომიკის მყარ საყრდენ და მამოძრავებელ ძალად“ - აღნიშნა დოქტორმა იშტვან ჰოდასმა.