ჩენი კოლეგების უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენთვის ასევე, მნიშვნელოვანია მათი კეთილღეობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ახალი პროეტი და განვაახლოთ ჩვენი დამცავი ტანსაცმელი, რისთვისაც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სამუშაო უსარფთხოებისა და ჯანმრთელობის მრჩეველთა კომიტეტთან, პროფკავშირთან და მშრომელთა საბჭოსთან.
ამ გამორჩეული თანამშრომლობისათვის ეგისს მიენიჭა ჯილდო ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის, რომელიც გადასცა საწარმოებთან პრიორიტეტული ურთიერთობების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ზოლტან მარჟინკომ ბუდაპეშტის ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დიდ დარბაზში. ჯილდოს მისაღებად ჩვენი კომპანიის სახელით წარდგნენ დოქტორი კლარა ანდრაში -ადამიანური რესურსების მმართველი და დოქტორი გაბორ რეტი - გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების დირექტორი. ჩვენი მიმდინარე პროექტის დეტალები, როგორც მისაბაძი მაგალითი, გამოქვეყნდება ეროვნული საკოორდინაციო ცენტრების (National Focal Point) ვებგვერდზე და სხვა ბეჭდურ წყაროებში.
მხოლოდ ორი უნგრული კომპანია დაჯილდოვდა და გადავიდა ევროკავშირის ქვეყნებს შორის შეჯიბრის შემდეგ რაუნდზე. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამ ამაღელვებელ ეტაპს!