როგორც წინა სტატიაში იყო ნახსენები, ჩვენი კომპანია არის უნგრეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამის ოქროს სპონსორი: გასული წლის განმავლობაში ღონისძიებებში ჩართული 200 000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებული იქნა 7 მილიონი გამოკვლევა. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკრინინგი დიდ როლს ასრულებს გარკვეული დაავადებების ადრეულ აღმოჩენაში. უფრო და უფრო მეტი ადამიანის ინფორმირება შეიძლება აღმოჩნდეს პრევენციის გადამწყვეტი ნაწილი: სწრედ ამიტომ ოჯახებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით განვახორციელეთ 400 000 საგანმანათლებლო პროექტი. წელს კამპანიას განზრახული აქვს უფრო მეტად იზრუნოს ბავშვებზე და მეტი ყურადღება დაუთმოს მათ, რაც კამპანიის დევიზშიც აისახება: ,,მხოლოდ ჯანმრთელ ბავშვებს შეუძლიათ გახდნენ ჯანმრთელი მოზრდილები’’. ახალი კამპანია - „მოგზაურობა ჯანმრთელობის იმპერიისკენ“, პატარებს ასწავლის ადამიანის ორგანიზმის მუშაობის შესახებ, მიმზიდველი ელემენტების, მათ შორის, 3D ფილმების, მაკეტების და 3D მინის პლანეტარიუმის სახით. ახალი ინიციატივის შედეგად, 75 000 ბავშვი შეძლებს გაეცნოს მათი ჯანმრთელობის შენარჩუნების გზებს. პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს კონსულტაციებს სწორი კვების შესახებ, კურსებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საგანგებო სიტუაციებისა და დანაშაულის პრევენცია, ასევე, პირველი დახმარების ძირითად პროცედურებს.