ჯანმრთელობა
чтв, июн 13, 2019 3:10 дня
ავტორი: Lilla Kovács

ეგისი აძლიერებს ევროპის პოზიციას ბიოსიმილარების სფეროში

უნგრულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ - დსს ეგის ფარმაცეუტიკალსმა ხელი მოაწერა ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულებას მუნდიფარმას ქსელთან პეგფილგრასტიმის ბიოსიმილართან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, ეგისი იღებს ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებებს მედიკამენტზე, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობისას ზოგადი გვერდითი მოვლენების (ნეიტროპენიის) და მასთან დაკავშირებული სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების შესამცირებლად. ამრიგად, ეგისს მიეცა შესაძლებლობა, დანერგოს პეგფილგრასტიმის ბიოსიმილარული პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანაში
ჯანმრთელობა

ეგისი აძლიერებს ევროპის პოზიციას ბიოსიმილარების სფეროში

უნგრულმა ფარმაცევტულმა კომპანიამ - დსს ეგის ფარმაცეუტიკალსმა ხელი მოაწერა ექსკლუზიური დისტრიბუციის ხელშეკრულებას მუნდიფარმას ქსელთან პეგფილგრასტიმის ბიოსიმილართან დაკავშირებით. ხელშეკრულების თანახმად, ეგისი იღებს ექსკლუზიური დისტრიბუციის უფლებებს მედიკამენტზე, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობისას ზოგადი გვერდითი მოვლენების (ნეიტროპენიის) და მასთან დაკავშირებული სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების შესამცირებლად. ამრიგად, ეგისს მიეცა შესაძლებლობა, დანერგოს პეგფილგრასტიმის ბიოსიმილარული პროდუქტი აღმოსავლეთ ევროპის ოთხ ქვეყანაში
чтв, июн 13, 2019 3:10 дня
ავტორი:
Lilla Kovács
чтв, июн 13, 2019 3:10 дня
ავტორი: Lilla Kovács

პეგფილგრასტიმის ბიოსიმილარი გამოიყენება კანქვეშა ინექციის სახით ნეიტროპენიის ხანგრძლივობისა და ფებრილური ნეიტროპენიის შემთხვევების შესამცირებლად მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ციტოტოქსიურ ქიმიოთერაპიას ავთვისებიანი დაავადებების სამკურნალოდ (ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიისა და მიელოდისპლასტიური სინდრომების გარდა). ნეიტროპენია არის ნეიტროფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) პათოლოგიურად დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება გაზარდოს სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების რისკი და წარმოადგენს ქიმიოთერაპიის ზოგად გვერდით მოვლენას. ბიოსიმილარული პროდუქტი ევროკავშირში დამტკიცდა 2018 წლის ნოემბერში. ეს სტრატეგიული გარიგება პეგფილგრასტიმის თერაპიას პაციენტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ეგისის ოთხ ქვეყანაში. ამ ხელშეკრულებით, ეგისმა მოიპოვა ექსკლუზიური უფლებები, დანერგოს ეს ბიოსიმილარი უნგრეთში, რუმინეთში, ლიეტუვასა და ლატვიაში. ეგისის აღმასრულებელმა დირექტორმა - იშტვან ჰოდასმა გააკეთა კომენტარი: „ეგისი ელოდება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მისი მეოთხე ბიოსიმილარის დანერგვას. ჩვენ მყარად გვაქვს განზრახული, გავაუმჯობესოთ და პაციენტებითვის ხელმისაწვდომი გავხადოთ მაღალხარისხიანი თერაპიული გადაწყვეტილებები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში. მუნდიფარმასთან გაფორმებული ხელშეკრულება კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს კომპანიებს შორის სტაბილურ პარტნიორობას.“ მუნდიფარმას თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ევროპაში - ალბერტო მარტინესმა აღნიშნა: „მოხარულები ვართ, რომ შევქმენით ეს ალიანსი ეგისთან და მომავალში კიდევ უფრო გავაფართოვებთ ამ ძალიან მნიშვნლოვანი ბიოსიმილარით მკურნალობის შესაძლებლობას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეგისთან ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს იმისთვის, რომ შემცირდეს ჯანდაცვის ხარჯები რეგიონში და პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მკურნალობის ეს ეფექტური ვარიანტი“. ეგის ფარმაცეუტიკალსი მყარად არის წარმოდგენილი ბიოსიმილარების ბაზარზე, ვინაიდან 2013 წელს მან პირველმა გამოუშვა მონოკლონური ანტისხეულების (mAb) ბიოსმილარული პროდუქტი ევროკავშირში. ეგისი იყო პიონერი მონოკლონური ანტისხეულების ბიოსმილარული პროდუქტებით თერაპიის სფეროში, რომელიც სთავაზობს რენტაბელურ მკურნალობას აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებს. მას შემდეგ, ეგისმა დანერგა კიდევ ორი დამატებითი ბიოსიმილარი აუტოიმუნური დაავადებების, ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის დარგებში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის და დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის 15 ქვეყანაში. მიმდინარე გარიგება კომპანიის სტრატეგიული მიზნის კიდევ ერთი წარმატებული ელემენტია, რომლის მიზანია გააძლიეროს მისი პოზიცია ბიოსიმილარების ბაზარზე და ხელმისაწვდომი გახადოს მაღალი დონის თერაპიული გადაწყვეტილებები პაციენტებისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ-ს ქვეყნებში. გარდა ამისა, პეგფილგრასტიმის ეს ბიოსიმილარი ხელს უწყობს ეგისის ონკოჰემატოლოგიური პორტფოლიოს გაფართოების სტრატეგიულ მიზანს.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox