ჯანმრთელობა
чтв, мар 21, 2019 7:22 вечера
ავტორი: Mezo Dora

ეგისი არის ნაციონალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკრინინგის წლევანდელი ოქროს სპონსორი

ჩვენი მისიაა ჩვენი ცოდნის გამოყენება ადამიანების სამსახურში, მათი ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. სწორედ ამიტომ, 2019 წლის ერთიანი ნაციონალური სკრინინგ-პროგრამის მხარდაჭერა გადავწყვიტეთ, როგორც ოქროს სპონსორებმა. სკრინინგის თანამედროვე აღჭურვილობის მანქანა შობამდე იმოგზაურებს ქვეყნის მასშტაბით, გაჩერდება 200 სხვადასხვა წერტილში და ჩაატარებს 37 სხვადასხვა მიდამოს სკრინინგს.

ავტორი:
Mezo Dora
чтв, мар 21, 2019 7:22 вечера
ავტორი: Mezo Dora
ვიდეოს ჩართვა

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში 7 მილიონი გამოკვლევა ჩაუტარდა 200.000-ზე მეტ ადამიანს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკრინინგი უდიდეს როლს ასრულებს გარკვეული დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკაში. მაქსიმალური ინფორმირებულობაც, ასევე, პრევენციის გადამწყვეტი ნაწილია: სწორედ ამისთვის ქვეყნის ყველა ოჯახში დავარიგეთ საგანმანათლებლო ბუკლეტები.

სკრინინგის (სატვირთო) მანქანის გარდა, სტუმრებს საინტერესო მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც ელოდებათ იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ორგანიზმი. ეს ფილმები ერთნაირად დააინტერესებს ბავშვებსაც და მოზრდილებსაც. წელს სკრინინგის კამპანიას სურს, უფრო მეტი ზრუნვა და ყურადღება დაუთმოს ბავშვების ჯანმრთელობას, ეს მათ დევიზშიც აისახება: „მხოლოდ ჯანმრთელი ბავშვი გახდება ჯანმრთელი მოზრდილი“.

ჩვენი კომპანია პროგრამის ფარგლებში სკრინინგის 200-ივე ლოკაციაზე წარადგენს ფილმებს და საგანმანათლებლო მასალებს. უფრო მეტიც, ჩვენს კოლეგებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩვენი პროფესიონალი ექიმების მიერ ჩატარებული ჩვეულებრივი ტესტების გარდა, ჩაიტარონ საფუძვლიანი სტომატოლოგიური, დერმატოლოგიური, გინეკოლოგიური და უროლოგიური გამოკვლევები

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox