ინოვაცია
срд, май 2, 2018 7:35 вечера
ავტორი: Mezo Dora

დიდი პრემია - ეგისის ინოვაცია მდგრადი განვითარებისთვის

ეგისმა შეიმუშავა ახალი პროცედურა ჩამდინარე ტექნიკური წყლების დეჰალოგენიზაციისთვის. 2018 წელს შვედეთის სავაჭრო პალატამ უნგრეთში ამ გამოგონებისთვის ეგისს მიანიჭა დიდი ინოვაციური დისციპლინათაშორისი პრემია.

ავტორი:
Mezo Dora
срд, май 2, 2018 7:35 вечера
ავტორი: Mezo Dora

ეს პრემია ყოველწლიურად გაიცემა მნიშვნელოვანი ინდუსტრიული ინოვაციებისთვის, რომლებიც ჩვენი პლანეტის მომავლის დაცვას და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს. დსს ეგის ფარმაცეუტიკალსმა მიშკოლცისა და ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებთან ერთად დაიწყო გაერთიანებული კვლევა დოქტორ პიტერ მიჟეისთან თანამშრომლობით, რათა შემუშავებულიყო ახალი პროცედურა ჩამდინარე წყლების დეჰალოგენიზაციისთვის. ეს პროცედურა ხელს უწყობს ჰალოგენის სრული შემცველობის გამოყოფას და გადამუშავებას. ტენდერი გამოცხადებული იყო შვედეთის სავაჭრო პალატის მიერ უნგრეთში, რომელშიც მონაწილეობა შეეძლოთ კომპანიებს, ფიზიკურ პირებს და მესამეულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებს. მათ უნდა შეეთავაზებინათ უნიკალური ინოვაციები, რომლებიც შემდგომ შეფასდებოდა პროფესიონალური ჟიურის მიერ. ჟიური შედგებოდა უნგრეთის ცნობილი უნივერსიტეტების გამოჩენილი პროფესორებისგან და უნგრეთის ინტელექტუალური საკუთრების ოფისის წარმომადგენლებისგან.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox