ინოვაცია
2022/2023 ფინანსური წლის განმავლობაში ჩვენ დავხარჯეთ 48 მილიონ ევროზე მეტი კვლევისა და განვითარების სფეროში
სემელვეისის უნივერსიტეტი და დსს ეგის ფარმაცეუტიკალსი შეთანხმდნენ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, ვიდრე წარსულში. ჩვენი საერთო მიზანია ფარმაცევტული კვლევისა და შემუშავების სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება ისევე, როგორც ფარმაცევტებისა და ექიმების მომზადება მათი სინერგიული ურთიერთქმედების გამოსაყენებლად. შეთანხმების შედეგად, ჯანდაცვის სფეროში ახალი საწარმოო ინოვაციური ტექნოლოგიების ამუშავება გახდება შესაძლებელი და სემელვეისის უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, გააფართოვებს პრაქტიკულ საგანმანათლებლო და მოსამზადებელ აქტივობებს, რაც, ასევე, აკმაყოფილებს უნგრული ფარმაცევტული ინდუსტრიის მოთხოვნებს. მეტი

როდესაც გხვდება შემოქმედებითი გონება

ჩვენი კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი არის ინოვაცია. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ამაზე, არამედ ვიღებთ იდეების ნაკადს ყოველწლიური ფორუმებიდან, სადაც შესაძლებელია წინადადებების შეგროვება სამეცნიერო კვლევებთან, წარმოებასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ადმინისტრაციული პროცესი უფრო ეფექტური, ხოლო უახლესი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არის - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა (დიგიტალიზაცია)

მეტი

დიდი პრემია - ეგისის ინოვაცია მდგრადი განვითარებისთვის

ეგისმა შეიმუშავა ახალი პროცედურა ჩამდინარე ტექნიკური წყლების დეჰალოგენიზაციისთვის. 2018 წელს შვედეთის სავაჭრო პალატამ უნგრეთში ამ გამოგონებისთვის ეგისს მიანიჭა დიდი ინოვაციური დისციპლინათაშორისი პრემია.

მეტი
Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox