კომპანიის პროფილი

ჩვენ ვართ ერთ-ერთი წამყვანი გენერიული ფარმაცევტული კომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში და ჩვენი საქმიანობა მოიცავს ფარმაცევტული ღირებულების ჯაჭვის ყველა რგოლს. ეგისი არის სერვიე ჯგუფის წევრი (საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია, რომელსაც მართავს არაკომერციული ფონდი და სათაო ოფისი აქვს საფრანგეთში).

2021/2022 ფინანსური წლის განმავლობაში ეგის ჯგუფის წმინდა გაყიდვებმა შეადგინა  577.6 მილიონი ევრო. უნგრეთის გარდა,  „ეგისის“ ბრენდული დასახელებებით ჩვენ ვყიდით პროდუქტებს 17 ქვეყანაში, შვილობილი კომპანიებისა და წარმომადგენლობების ქსელის მეშვეობით.

ჩვენი  პროდუქტები წარმოდგენილია მთელი სპექტრით: აქტიური ნივთიერებებიდან, ტაბლეტირებული და საინექციო ფორმებიდან, გალენურ  (ანუ თხევადი და ნახევრად მყარი) შემადგენლობამდე და ხელმისაწვდომია  62 ქვეყანაში შვილობილი კომპანიების,  წარმომადგენლობების ქსელის და პარტნიორების მეშვეობით. გასული ფინანსური წლის განმავლობაში ჩვენი პორტფოლიო შედგებოდა 634 პროდუქტისგან, რომელიც მიეკუთვნებოდა პროდუქციის 166  ხაზს და შეიცავდა 149 დასახელების აქტიურ ნივთიერებას.

ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვართ გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემების დაავადებათა მკურნალობაზე; ამასთან ერთად, ჩვენ გთავაზობთ თანამედროვე სამკურნალო გადაწყვეტილებებს ონკოლოგიისა და ქალის ჯანმრთელობის სფეროებში. 2013 წელს, დავიწყეთ ჩვენი პირველი ბიოსიმილარული მონოკლონური ანტისხეულების წარმოება, რომელიც ასევე, წარმოადგენს პირველ ბიოსიმილარულ მონოკლონურ ანტისხეულებს  (mAb) ევროკავშირის მასშტაბით. მას შემდეგ, ჩვენ დამატებით წარვადგინეთ კიდევ სამი ბიოსიმილარული პრეპარატი.

როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც მტკიცედ არის ორიენტირებული ინოვაციაზე, ეგისი ყოველწლიურად დაახლოებით 45 მილიონ ევროს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე (R&D). ჩვენი საქმიანობა კვლევისა და განვითარების მიმართულებით ორიენტირებულია მაღალ ხარისხსა და დამატებითი ღირებულების მქონე ბრენდირებული გენერიული პროდუქტების შექმნაზე.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ 794 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განვახოეციელეთ კომპანიის საქმიანობის გაუმჯობესებისთვის, როგორიცაა: მზა პროდუქციის წარმოების  სრული პროცესის მოდერნიზება, ასევე, უნგრეთში თანამედროვე  R&D ცენტრების შექმნა. ძლიერმოქმედი აქტიური ნივთიერების (ძალიან მცირე დოზებშიც კი მნიშვნელოვანი ბიოლოგიური აქტივობის მქონე) და მზა პროდუქტების შემუშავება  შესაძლებელი გახდა, ასევე,  ბუდაპეშტში მდებარე ჩვენს უნგრულ საწარმოში, სადაც დასრულდა აქტიური ნივთიერებების წარმოების ტრადიციული ტექნოლოგიის სრული მოდერნიზაცია. ამჟამად, განვითარების მხრივ ხორციელდება რამოდენიმე  ფართომასშტაბური  ღონისძიება, მათ შორის, ერთ-ერთი არსებული შემფუთავი ქარხნის გაფართოება, რომელიც შეძლებს მოიცვას ძლიერმოქმედი  სამკურნალო საშუალებების  მთლიანი  საწარმოო ღირებულების ჯაჭვი. 2019 წლის სექტემბერში ჩვენ, ასევე, გავხსენით ახალი გალენური ქარხანა.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox