ეგის ფარმაცეუტიკალსის ვებ-გვერდის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ვებ-გვერდი“) გამოყენების წესები და პირობები
ვებ-გვერდის მონახულებით თქვენ ეთანხმებით დაიცვათ „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ აქტის დებულებები და ინფორმაციის საჯაროობა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი ინტერესის სფეროს, ასევე, საავტორო უფლებების აქტი და სხვა შესაბამისი კანონები და დებულებები.
ვებ-გვერდის გასხნით, დათვალიერებით და მისი გვერდების მონახულებით, თქვენ ეთანხმებით ამ შეტყობინებაში მოცემულ გამოყენების პირობებს, ყოველგვარი შეზღუდვისა და დათქმის გარეშე.
ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით გამოყენების პირობებს, მიუხედავად იმისა, წაიკითხეთ თუ არა ისინი. გამოყენების პირობების უგულვებელყოფა არ ათავისუფლებს მომხმარებელს პასუხისმგებლობისგან. ეგის ფარმაცეუტიკალსისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვებ-გვერდის ვიზიტორთა მიერ მოწოდებული მონაცემების დაცვა, ვიზიტორების ინფორმაციული თვითგამორკვევის უფლების დაცვა და უსაფრთხო დათვალიერების უზრუნველყოფა, რისთვისაც მან მიიღო აუცილებელი ტექნიკური, უსაფრთხოების და ორგანიზაციული ზომები.
დსს ეგის ფარმაცეუტიკალსის მიერ მონაცემთა დამუშავების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://hu.egis.health/adatvedelem.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
„ეგის ფარმაცეუტიკალსის“ მომსახურების მომხმარებლები და ვიზიტორები თანახმა არიან, რომ
- ვებ-გვერდის ნებისმიერი მიზნით გამოყენება ან ვიზიტი ხორციელდება მათი საკუთარი შეხედულებისამებრ, მათი რისკითა და პასუხისმგებლობით, ხოლო ვებ- გვერდის საშუალებით გადმოწერილი და მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია მათ მიერ გამოიყენება ნებაყოფლობით, საკუთარი შეხედულებისამებრ და მათი საკუთარი რისკით;
- „ეგის ფარმაცეუტიკალსი“ და ვებ-გვერდის შემქმნელები და ოპერატორები არ იქნებიან პასუხისმგებლები შეცდომის, ზიანის ან დანაკარგის გამო, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებ–გვერდის მონახულებისას ან გამოყენებისას;
- ეგის ფარმაცეუტიკალსი არ იქნება პასუხისმგებელი პირდაპირ ან არაპირდაპირ დაზიანებაზე, დანაკარგსა ან ხარჯზე, რომელიც გამოწვეულია ვებ-გვერდის არასათანადო მუშაობით ან შეფერხებით, ასევე, ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებისა და სხვა ინფორმაციების და არა მხოლოდ მათ სიზუსტეზე, სიახლეზე, სისრულეზე, ნამდვილობაზე, კონკრეტულ მიზნებთან მისადაგებაზე, საიმედოობასა ან სისწორეზე;
- ეგის ფარმაცეუტიკალსი იტოვებს უფლებას დროდადრო შეცვალოს ვებ-გვერდის შინაარსი შეტყობინების გარეშე, შეწყვიტოს ან შეაჩეროს მისი ზოგიერთი ან ყველა ფუნქცია;
- ვებ-გვერდი შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ვებ-გვერდებთან, რომლის გამოყენებასაც აკონტროლებს ეგის ფარმაცეუტიკალსი, თუმცა, იგი უარს აცხადებს რაიმე სახის პასუხისმგებლობის აღებაზე, რომელიც უკავშირება მათ შინაარსს ან მათი გამოყენებით მიყენებულ ზიანს ან ზარალს;
- ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ნებისმიერი ინფორმაცია არის მხოლოდ ინფორმაციული ხასიათის, არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს რჩევას ან რეკომენდაციას და არ შეიძლება გახდეს რაიმე გადაწყვეტილების ან მოქმედების საფუძველი, მათ შორის სამედიცინო ინფორმაცია, რომელსაც არ შეუძლია შეცვალოს სათანადო სამედიცინო რჩევა, რომელსაც თან ახლავს დეტალური ინფორმაცია.
საავტორო უფლებები და ვიზიტორთა კომუნიკაციები
ვებ-გვერდზე არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, საიტის მთლიანი დიზაინის, შემადგენლობის, გამოსახულებების და ტექსტური შინაარსის შესახებ, დაცულია საავტორო უფლებების და სამრეწველო საკუთრების შესახებ კანონებით. შესაბამისი უფლებები ექსკლუზიურად ეკუთვნის ეგის ფარმაცეუტიკალსს.
თქვენ შეგიძლიათ გადმოიწეროთ ინფორმაცია ეგის ფარმაცეუტიკალსის ვებ-გვერდიდან და გამოიყენოთ ნებისმიერი ფორმით მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის, საავტორო უფლებების შესახებ კანონის დებულებების შესაბამისად. აღნიშნული ქმედება არ შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ემსახურებოდეს ფინანსური შემოსავლის შექმნას ან გაზრდას. ნებისმიერ ინფორმაციას ან მონაცემს, რომლის გამოყენებაც ხდება ამ გზით, თან უნდა ახლდეს შესაბამისი შენიშვნა საავტორო უფლებებთან და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. საიტზე ნებისმიერი ლიტერატურის ან სამეცნიერო ნაშრომის უსასყიდლოდ ციტირებისას უნდა იყოს მითითებული წყარო და ნაწარმოების ავტორი.
არც თქვენ და არც მესამე მხარეს არ აქვს უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ან შეცვალოს ვებ-გვერდის შინაარსი ნებისმიერი რეკლამირების ან კომერციული მიზნებისთვის, ეგის ფარმაცეუტიკალსის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ვებ-გვერდის პორტალურ სისტემაში განთავსებული სავაჭრო ნიშნების, პატენტების, საკუთრების სხვა უფლებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, რომელიც ბმულების საშუალებით არის ხელმისაწვდომი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას გაგებული, როგორც თქვენთვის მინიჭებული უფლება ან ლიცენზია.
ვებ-გვერდზე მოცემული სახელწოდებები, არაპატენტირებული დასახელები და დომენური ნიშნები წარმოადგენს ეგის ფარმაცეუტიკალსის საკუთრებას და ჩვენ მათზე ვფლობთ ყველა უფლებას, ამიტომ მათი გამოყენება ბიზნესის მიზნებისთვის არ შეიძლება.
ეგის ფარმაცეუტიკალსი არ იძლევა გარანტიას მესამე პირის საკუთრებაში არსებულ რაიმე ინფორმაციასთან დაკავშირებით; ასეთი ინფორმაციის გამოყენება ან გადმოწერა საჭიროებს მესამე მხარე-მფლობელის თანხმობას.
ვებ-გვერდის შინაარსი და ატვირთული ინფორმაცია მუდმივად კონტროლდება ეთიკურ პრინციპებთან შეუთავსებელი კონტექსტის ფილტრაციის მიზნით, მესამე მხარის უფლებების, კანონებისა და რეგულაციების დასაცავად. ვებ-გვერდის ოპერატორს უფლება აქვს წაშალოს ნებისმიერი არაავტორიზებული ინფორმაცია. ვებ-გვერდის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით, რომ არ ატვირთავთ ისეთ მონაცემებს ან ინფორმაციას, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს. გარდა ამისა, თქვენ ადასტურებთ, რომ მომავალში პასუხისმგებლობას აიღებთ ზიანზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ზემოხსენებულთან.
ჩვენს მთავარ გვერდზე განთავსებული ბმულების გარდა, მკაცრად იკრძალება რაიმე ბმულის განთავსება ან გვერდების შექმნა ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ვებ-გვერდს აკონტროლებს და მართავს „ეგის ფარმაცეუტიკალსი“ (1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქ. 30-38.)
ვებ-გვერდის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირი: დორა მეზო, ელ. ფოსტა: mailbox@egis.hu