Egis’s website uses cookies to run our website, improve the user experience and monitor the activities. You can customize the use of the cookies by adapting the settings.
ეგის რუსეთის და ეგის პოლონეთის წარმატების შემდეგ, სიამაყით გაცნობებთ, რომ აონ ჰევითის (Aon Hewitt) თანამშრომელთა ჩართულობის კვლევის თანახმად ეგის პრაღა, ასევე, აღიარეს, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი
შთამბეჭდავმა სამუშაო გარემომ ეგისის სავაჭრო ცენტრში, რომელიც მდებარეობს ლეჰელის ქუჩაზე მოიპოვა წლის ოფისის კამპანიის ყოველწლიური ჯოლდო კატეგორიაში „წლის საზოგადოებრივი სივრცე“.
დსს ეგის ფარმაცეუტიკალსის ფარმაცევტული პროდუქტების გაყიდვების უფროსმა წარმომადგენელმა ძალიან წარმატებით იასპარეზა მედითამაშებში. ფარმაცევტმა, დოქტორმა იუდიტ კარაგიჩმა მოიგო ორი ოქროს, ოთხი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალი, რითაც მნიშვნელოვნად განაპირობა უნგრეთის მიერ მესამე ადგილის დაკავება მედალოსანი ქვეყნების რეიტინგში. ამ წარმატებულმა გამოსვლამ გაამყარა ეგისის რეპუტაცია საერთაშორისო სამიზნე ჯგუფებში
Microsoft and HR Fest - ადამიანური რესურსების პროფესიონალთა ყველაზე დიდმა ფესტივალმა უნგრეთში - დააარსა პროფესიული ჯილდოს ახალი კატეგორია, რომელშიც გამარჯვებულს ეწოდება ,,ორგანიზაცია გარანტირებული მომავლით.’’
ეგისმა და ჩვენი კონსორციუმის პარტნიორებმა ინოვაციური ტენდერის GINOP-2.2.1-15-2016-00023 ფარგლებში მოიპოვეს პირდაპირი გრანტი 2,332 მილიარდი უნგრული ფორინტის ოდენობით ზემოხსენებული ტენდერის განსახორციელებლად.
ჩვენი კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი არის ინოვაცია. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ამაზე, არამედ ვიღებთ იდეების ნაკადს ყოველწლიური ფორუმებიდან, სადაც შესაძლებელია წინადადებების შეგროვება სამეცნიერო კვლევებთან, წარმოებასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ადმინისტრაციული პროცესი უფრო ეფექტური, ხოლო უახლესი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არის - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა (დიგიტალიზაცია)
ეგისმა შეიმუშავა ახალი პროცედურა ჩამდინარე ტექნიკური წყლების დეჰალოგენიზაციისთვის. 2018 წელს შვედეთის სავაჭრო პალატამ უნგრეთში ამ გამოგონებისთვის ეგისს მიანიჭა დიდი ინოვაციური დისციპლინათაშორისი პრემია.
ჩვენ დასაქმებულებთან მჭიდრო თანამშრომლობით ვმუშაობთ დამცავი ტანსაცმლის დიზაინის შეცვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ჯერ არ დასრულებულა და კვლავ მიმდინარეობს, ჩვენი კოლაბორაცია უკვე აღინიშნა: ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისთვის მივიღეთ კარგი პრაქტიკის ჯილდო. ამგვარად, ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ევროკავშირის ქვეყნებისთვის ორგანიზებული შეჯიბრის შემდეგ რაუნდზე.
სისხლძარღვთა დაავადებების დღეზე ეგისი მონაწილეობას იღებდა პროგრამებით, რომლებიც ფოკუსირდებოდა კონსულტაციასა და პრევენციაზე.
მარტის თვეში აღინიშნება უნგრეთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკრინინგის პროგრამის სპეციალური კამპანიის ოფიციალური დასაწყისი: ბავშვების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ახალი ინიციატივა
ველური ბუნების უნგრული ფოტოგრაფი, ბენს მათე მიზნად ისახავს, გამოაფხიზლოს პუბლიკა ბუნების დასაცავად. მისი შთამბეჭდავი ფოტოგამოფენა, რომელიც თავდაპირველად მოეწყო ბუდაპეშტში, შემდგომ შვიდი რეგიონული ქალაქის მთავარ მოედნებზე, გაიხსნა იანოშ ადერის მიერ 13 მარტს. ეს გამორჩეული პროექტი ჩატარდა ეგისის მხარდაჭერით.