გაყიდვები და მარკეტინგი
ვიდეოს ჩართვა

გაყიდვები და მარკეტინგი

ჩვენი პროდუქცია ხელმისაწვდომია 62 ქვეყანაში; ჩვენი შემოსავლის 78% მოდის ექსპორტზე, 22% კი - ჩვენს შიდა ბაზარზე. უნგრეთში ჩვენი ობიექტების სრულად კოორდინირებული მოქმედების, გარე ბაზრების ფართო ქსელის და 17 ქვეყანაში ჩვენი შვილობილი ორგანიზაციების და ოფისების მუშაობის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ დაახლოებით 30 მილიონი პაციენტის მკურნალობაში. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრებია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი, რუსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და საქართველო.

კომპანიის დაარსებიდან 100+ წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატორი უნგრულ ფარმაცევტულ ბაზარზე. უნგრეთში გაყიდული კოლოფების რაოდენობით ჩვენ ვიმყოფებით მომწოდებლების ტოპ-სამეულში.

ეგის ჯგუფის პორტფოლიო შედგება 642 პროდუქტისგან. 2021/2022 ფინანსური წლის განმავლობაში ჩვენ მიერ წარმოებული პრეპარატები მიეკუთვნებოდა პროდუქციის 166 ხაზს და შეიცავდა 149 დასახელების სხვადასხვა აქტიურ ნივთიერებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავარი თერაპიული სფეროებია გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემების დაავადებები, ჩვენ ასევე, უზრუნველვყოფთ თანამედროვე სამკურნალო გადაწყვეტილებებს ონკოლოგიისა და ქალის ჯანმრთელობის სფეროებში.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox