ინოვაცია
чтв, фев 13, 2020 4:09 дня

შეთანხმება სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ეგისსა და სემელვეისის უნივერსიტეტს შორის

სემელვეისის უნივერსიტეტი და დსს ეგის ფარმაცეუტიკალსი შეთანხმდნენ კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, ვიდრე წარსულში. ჩვენი საერთო მიზანია ფარმაცევტული კვლევისა და შემუშავების სტანდარტების შემდგომი გაუმჯობესება ისევე, როგორც ფარმაცევტებისა და ექიმების მომზადება მათი სინერგიული ურთიერთქმედების გამოსაყენებლად. შეთანხმების შედეგად, ჯანდაცვის სფეროში ახალი საწარმოო ინოვაციური ტექნოლოგიების ამუშავება გახდება შესაძლებელი და სემელვეისის უნივერსიტეტი კი, თავის მხრივ, გააფართოვებს პრაქტიკულ საგანმანათლებლო და მოსამზადებელ აქტივობებს, რაც, ასევე, აკმაყოფილებს უნგრული ფარმაცევტული ინდუსტრიის მოთხოვნებს.

ავტორი:
чтв, фев 13, 2020 4:09 дня
ავტორი:

დოქტორ იშტვან ჰოდასმა, დსს ეგის ფარმაცეუტიკალს-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ხაზი გაუსვა იმას, რომ  ფარმაცვტული ინდუსტრია უნგრეთის ძირითადი სექტორი გახდა და ის შეინარჩუნებს ამ პოზიციას შემდგომი ათწლეულების განმავლობაში. გადაწყვეტილ იქნა, რომ ეგისი თავის საწარმოო სივრცეებში შექმნის უნივერსიტეტის ფაკულტეტის კათედრებს ისე, რომ სტუდენტები შეძლებენ გაიარონ საუნივერსიტეტო კლასები, პროფესიული მომზადება და განახორციელონ საწარმოო სივრცის ინტერაქტიული ვიზიტები რეალურ ინდუსტრიულ გარემოში და ეგისის უნიკალურ სამეცნიერო-ტექნოლოგიურ მოსამზადებელ ცენტრში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაფერისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რათა ხელი შეეწყოს ნიჭიერ ადამიანებს და ინოვაციურ იდეებს იმისათვის, რომ მომავალმა ფარმაცევტებმა და ექიმებმა შეძლონ საერთაშორისო კონკურენციაში ჩაბმა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საუთარი წვლილი შეიტანონ ჯანდაცვის ინდუსტრიის განვითარებაში.

ბოლო იდეა დაინერგება  ჰეგიეს-შოპფ-მერეის ფარმაცევტული კვლევითი ცენტრის მიერ, რომელიც აშენდება „სემელვეისი XXI“ განვითარების პროექტის ფარგლებში. ეს კი სემელვეისის უნივერსიტეტს მისცემს საშუალებას,  გახდეს  მსოფლიოს 100 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის ერთ-ერთი. ისიც მნიშვნელოვანია ეგისისთვის, რომ მომავალი ფარმაცევტები გადიოდნენ ისეთ მომზადებას, რის შემდეგაც ისინი ადაპტირებულნი იქნებიან სწრაფად ცვლად ინდუსტრიულ გარემოში. ამისათვის, როგორც გამოცხადდა შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კომპანიამ  ფარმაცევტული ფაკულტეტის მენეჯმენტს უკვე დაგეგმარების საწყის ეტაპზე მოახსენა ხარისხის უზრუნველყოფის მოთხოვნების შესახებ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ფარმაცევტული კვლევითი ცენტრი ფარმაცევტული პროდუქციისა და სამეცნიერო კვლევების თვალსაზრისით.

ეგისი ფლობს საუკუნოვან გამოცდილებას ფარმაცევტული განვითარებისა და მედიკამენტების საერთაშორისო მარკეტინგის სფეროებში.  დოქტორმა იშტვან ჰოდასმა დაამატა, რომ ეგის ფარმაცეუტიკალსი  საკუთარ ცოდნას გაუზიარებს უნივერსიტეტს იმისათვის, რომ ეგისის ფართო გამოცდილება და მარკეტინგული უნარები დაეხმაროს მას, პრაქტიკული გამოყენება შესძინოს საკუთარი პროდუქციის შემუშავების კონცეფციას.

უფრო დეტალურ  ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს პრეს-რელიზში.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox