ამ კატეგორიის დამატების მიზანია ისეთი ორგანიზაციების აღმოჩენა და აღიარება, რომლებიც მიისწრაფვიან ციფრული ტრანსფორმაციისკენ. ამ წელს შესაბამის სფროში მიღწევებისთვის ეგისმა ვერცხლის მედალი მიიღო. ეგისის ხელმძღვანელობის მიერ გამარჯვებული პროექტის დეტალები მოხსენებული იყო ფორუმზე ,,Microsoft Envision’’.
ჩვენი კომპანია აღიარებული იქნა მენეჯმენტის ცვლილებებისთვის ეგისის პროექტის ,, O365’’-ის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის შიგნით ეფექტურ საქმიანობას და თანამშრომლობას ტექნოლოგიების გამოყენებით. ეს პროექტი შედგება სამი ფაზისგან. 1) ტექნოლოგიური ბაზის უზრუნველყოფა; 2) აზროვნების ცვლილება, ეს ეხება: აზროვნების მოდელს, მიდგომას - მსგავსი პროგრამები ნაწილობრივ დაიხურა; 3) ფაზა, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს - იმისთვის, რომ თანამშრომლებმა უკეთ გააცნობიერონ, როგორ შეუძლია დახმარება ციფრულ ტექნოლოგიებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სამუშაოს შესრულებისას (საქმიანობის ეფექტურობა, დეპარტამენტსა და გუნდებს შორის თანამშრომლობა, რომელიც შეიძლება მოერგოს კომპანიას, გუნდსა და პიროვნებას).
ამ პროექტისთვის უმაღლესმა ხელმძღვანელობამ უზრუნველყო არა მარტო ძლიერი ხელშეწყობა და გასცა ნებართვა, არამედ მხარი დაუჭირა პროცესს საკუთარი მოსაზრებებით, როგორც მომხმარებლებმა.