ინოვაცია
пнд, май 20, 2019 5:50 вечера
ავტორი: Lilla Kovács

როდესაც გხვდება შემოქმედებითი გონება

ჩვენი კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი არის ინოვაცია. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ამაზე, არამედ ვიღებთ იდეების ნაკადს ყოველწლიური ფორუმებიდან, სადაც შესაძლებელია წინადადებების შეგროვება სამეცნიერო კვლევებთან, წარმოებასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ადმინისტრაციული პროცესი უფრო ეფექტური, ხოლო უახლესი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არის - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა (დიგიტალიზაცია)
ინოვაცია

როდესაც გხვდება შემოქმედებითი გონება

ჩვენი კორპორატიული კულტურის ერთ-ერთი საყრდენი არის ინოვაცია. ჩვენ არა მხოლოდ ვსაუბრობთ ამაზე, არამედ ვიღებთ იდეების ნაკადს ყოველწლიური ფორუმებიდან, სადაც შესაძლებელია წინადადებების შეგროვება სამეცნიერო კვლევებთან, წარმოებასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ადმინისტრაციული პროცესი უფრო ეფექტური, ხოლო უახლესი საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არის - ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა (დიგიტალიზაცია)
пнд, май 20, 2019 5:50 вечера
ავტორი:
Lilla Kovács
пнд, май 20, 2019 5:50 вечера
ავტორი: Lilla Kovács

დოქტორი კაროი პატაკი იყო ჩვენი კიორმენდის განყოფილების მთავარი ინჟინერი. მისი ინოვაციური მიდგომა კარგად ჩანს რამდენიმე სფეროში და ჩვენი ერთ–ერთი პროდუქტის განვითარებაც დაუკავშირდა მის მუშაობას. როგორც ეგისის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტიის ყოველთვის მხარს უჭერდა ნიჭიერ ახალგაზრდებს, ასევე ახალი წარმოების მეთოდების შემუშავებას და უკვე არსებულის გაუმჯობესებას. როდესაც ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა შეექმნა ფორუმი ინოვაციური იდეებისთვის, შევთანხმდით, რომ ეს ინიციატივა მისი სახელობის ყოფილიყო.

კაროი პატაკის კონკურსი წელს მეცხრედ ჩატარდა. ღონისძიება განხორციელდა კიორმენდში, სადაც ეგისის ქარხანამ 2019 წელს 50 წლის იუბილე იზეიმა. ჩვენს მოწოდებას ბევრი კოლეგა გამოეხმაურა, რომლებიც არ ერიდებოდნენ ნათელი იდეების, სასარგებლო რეკომენდაციების და შემოქმედებითი წინადადებების შემოთავაზებას სხვადასხვა ფერადი პრეზენტაციის სახით. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ამ ტრადიციით, რადგან აქ წარმოდგენილი კონცეფციების 80% რეალურად განხორციელებადია. ზოგიერთი ჩვენი უახლესი ინოვაცია, მაგალითად ეგისის პროდუქტის წარმოების პროცესის განახლება ან მექანიკური შეფუთვის შემუშავება, პირველად სწორედ ამ კონკურსის ფარგლებში გაჟღერდა. ”ეს ნამდვილად ფასდაუდებელი კონკურსია, ვინაიდან ის გთავაზობთ პლატფორმას შესანიშნავი იდეებისთვის, რომელიც შთაგვაგონებს ჩვენ, რომ ვიყოთ უფრო შემოქმედებითები და ინოვაციურები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს მშვენიერი მაგალითია ყოველი ჩვენთაგანისთვის. ჩვენ გვსურს, ვაჩვენოთ კოლეგებს, თუ როგორ არის შესაძლებელი ჩვენი კომპანიის წინსვლა ამ გზით”- აღნიშნა დოქტორმა იშტვან ჰოდასმა კაროი პატაკის კონკურსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox