ინოვაცია
птн, сен 20, 2019 9:18 вечера

ეგისის კიორმენდის ქარხანაში გაიხსნა ახალი განყოფილება

ეგისმა და ჩვენი კონსორციუმის პარტნიორებმა ინოვაციური ტენდერის GINOP-2.2.1-15-2016-00023 ფარგლებში მოიპოვეს პირდაპირი გრანტი 2,332 მილიარდი უნგრული ფორინტის ოდენობით ზემოხსენებული ტენდერის განსახორციელებლად.
ინოვაცია

ეგისის კიორმენდის ქარხანაში გაიხსნა ახალი განყოფილება

ეგისმა და ჩვენი კონსორციუმის პარტნიორებმა ინოვაციური ტენდერის GINOP-2.2.1-15-2016-00023 ფარგლებში მოიპოვეს პირდაპირი გრანტი 2,332 მილიარდი უნგრული ფორინტის ოდენობით ზემოხსენებული ტენდერის განსახორციელებლად.
птн, сен 20, 2019 9:18 вечера
ავტორი:
птн, сен 20, 2019 9:18 вечера
ავტორი:
ვიდეოს ჩართვა

ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ეგისი სეგედის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ინფორმატიკის ფაკულტეტთან, პანონის უნივერსიტეტსა და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს ახალი ნახევრად მყარი და თხევადი (გალენური) პროდუქტების კვლევასა და განვითარებას, ისეთის, როგორიცაა კრემი, მალამო, გელი, სუპოზიტორია, ხსნარი, წვეთები. ფარმაცევტული პროდუქტის კომერციალიზაციის ხელშემწყობი სამუშაოები 2017 წლის შემოდგომაზე დაიწყო. ახალ ქარხანაში, რომელიც 2019 წელს დასრულდა, გამოიყენება ნახევრად მყარი და თხევადი პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები, პრეპარატები აღჭურვილია კოლოფის უნიკალური ავთენტიფიკაციით და დაცული შეფუთვით.

ჩვენი კონსორციუმის პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად, ვითარდება ახალი პროდუქტები, რომლებიც უკვე ცნობილ ნივთიერებებს შეიცავს, მაგრამ იძლევა უფრო ეფექტური მკურნალობის საშუალებას. „ეს უნიკალური მოვლენაა ეგისის ცხოვრებაში: ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ გაფართოება საექსპორტო ბაზრებზე ახალი, გლობალურად კონკურენტუნარიანი ფარმაცევტული პროდუქტებით, რომელთაც ვავითარებთ ჩვენი ახალი გალენური ქარხნის პროექტის ფარგლებში.“ -გახსნის ცერემონიალზე აღნიშნა ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა იშტვან ჰოდასმა.

Warningთქვენი ბრაუზერი არის მოძველებული. გთხოვთ, გამოიყენოთ განახლებული ვერსია! Chrome || Firefox