პროდუქტის შემუშავების მიზანია შექმნას პაციენტის საჭიროებისთვის ყველაზე შესაფერისი სამკურნალო ფორმა.
ჩვენ სამ ობიექტზე (უნგრეთი) გვაქვს პროდუქტის შემუშავების ინფრასტრუქტურა. ჩვენ ვახორციელებთ თხევადი და ნახევრად მყარი პროდუქტების (გელები, კრემები, მალამოები, ხსნარები, სანთლები და ა.შ.) შემუშავებას კიორმენდის საწარმოო ობიექტზე - რომლებიც შემდეგ იწარმოება ჩვენსავე გალენურ ქარხანაში, იმავე ლოკაციაზე. 2010 წლიდან, ბიოკენიფიოლდის ქუჩაზე, ბუდაპეშტში, მდებარე ჩვენს ობიექტზე შევიმუშავეთ სხვადასხვა დოზის მყარი ფორმები. აქ შემუშავებული მედიკამენტები ინდუსტრიული მასშტაბით იწარმოება ტაბლეტების მწარმოებელ ქარხანაში ბიოკენიფიოლდის ქუჩაზე ან კიორმენდში. ამ ობიექტზე ჩვენ, ასევე, დავიწყეთ სხვადასხვა გელების და კრემების შემუშავება 2018 წელს. ბუდაპეშტში, კერესტურის ქუჩაზე მდებარე ობიექტზე შევქმენით ლაბორატორია ძლიერმოქმედი ნივთიერებების შესამუშავებლად, სადაც - ჩვენი აქტიური ნივთიერებების განვითარების განყოფილების მსგავსად, შევქმენით თანამედროვე სამუშაო გარემო იზოლატორებით, რომელთა საშუალებითაც დავიცავთ ჩვენს თანამშრომლებს და გარემოს.
ინტელექტუალური საკუთრების ანალიზი
ამ პროცესის მიზანია შეისწავლოს სამეცნიერო პუბლიკაციებში მოცემული ინფორმაცია, საპატენტო განაცხადები და დამტკიცებული პატენტები, რითაც შესაძლებელი იქნება მეტის გაგება სამეცნიერო სფეროს მიმდინარე მდგომარეობის და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში არსებული აკრძალვების შესახებ.
მედიკამენტის ლაბორატორიული შემუშავება
მისი მიზანია მცირე მასშტაბიანი ექსპერიმენტების საშუალებით შექმნას მედიკამენტის ისეთი ფორმები და პროდუქტის შემადგენლობები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება სპეციფიურ აქტიურ ნივთიერება(ებ)ს და თერაპიულ საჭიროებებს. სამკურნალო ფორმა, შემადგენლობა და წარმოების ტექნოლოგია ერთობლივად განსაზღვრავს, თუ რამდენად სწრაფად და რა რაოდენობით მოხდება ადამიანის სხეულის მიერ აქტიური ნივთიერების გადამუშავება. სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებია პროდუქტის სტაბილურობა და ვარგისიანობის ვადა ისევე, როგორც პირველადი შეფუთვის მასალა, რომელიც მედიკამენტებთან უშუალო კავშირშია. ლაბორატორიული მასშტაბის შემუშავების პროცესში, ასევე, აუცილებელია მომავალი ინდუსტრიული მასშტაბის წარმოების ასპექტების გათვალისწინება.
პროდუქტების ანალიტიკური შემოწმება
მისი მიზანია ინგრედიენტების თავსებადობის ანალიზი, აგრეთვე ფიზიკური მახასიათებლების, სისუფთავის, აქტიური ნივთიერებების გამოთავისუფლების და ფორმულირებული მედიკამენტების სტაბილურობის შემოწმება - შესაფერისი სამკურნალო ფორმ(ებ)ის მისაღებად. პროდუქტის განვითარების პროცესში განუწყვეტლივ უნდა იქნას შემუშავებული ანალიტიკური მეთოდებიც, სანამ არ მიიღება ანალიტიკური მეთოდების შესაბამისი კომპლექტი, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტების ხარისხის სრულყოფილ აღწერას და მოგვიანებით, ასევე, გამოყენებული იქნება ხარისხის კონტროლისა და პროდუქტის გამოშვების პროცესში. ეს ყველაფერი ხორციელდება ფორმულირების დასრულების და წარმოების ტექნოლოგიის გაზრდის პარალელურად.
საპატენტო განაცხადის შედგენა
თუ განვითარების შედეგები წარმოადგენს ისეთ ინოვაციას, როგორიცაა ახალი ფარმაცევტული ფორმა, განსაკუთრებით ხელსაყრელი შემადგენლობა ან წარმოების პროცესი, რომელიც ღირებულია ინდუსტრიული საკუთრების უფლების თვალსაზრისით, მაშინ მნიშვნელოვანია პატენტის დაცვის მოპოვება, რათა გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა.
პროდუქტის წარმოების მასშტაბის ზრდა
მისი მიზანია ლაბორატორიული ექსპერიმენტების დროს შექმნილი მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიის გაზრდა მომავალი კომერციული წარმოების მასშტაბით. ამ მრავალეტაპიანი პროცესის განმავლობაში განისაზღვრება პარამეტრები, რომლებიც გავლენას ახდენს ხარისხზე, ოპტიმიზირდება შემადგენლობა და წარმოების პროცესი და განისაზღვრება პრეპარატის საბოლოო მახასიათებლები.