Egis’s website uses cookies to run our website, improve the user experience and monitor the activities. You can customize the use of the cookies by adapting the settings.
ახალ ბაზრებზე და ახალ თერაპიულ სფეროებში შესვლისას ჩვენ გვეხმარება აქტივობები ლიცენზირების მხრივ, რაც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენი კომპანიის ტრადიციის ნაწილი გახდა. ჩვენი შემუშავებული და წარმოებული პრეპარატების მარკეტინგი არასტრატეგიულ ბაზრებზე, ანუ სადაც არ ვართ წარმოდგენილნი შვილობილი კომპანიების ან სააგენტოების სახით, ხორციელდება ჩვენი ლიცენზიიის გაცემის აქტივობის ფარგლებში. ამ ქვეყნებში ჩვენ, პირდაპირ გადავცემთ პროდუქციის მარკეტინგის უფლებას წამყვან ადგილობრივ ფარმაცევტულ კომპანიებს ხელშეკრულების საფუძველზე. ჩვენი პროდუქტები მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი და შესანიშნავი ხარისხის და კონკურენტული ფასების გამო ისინი მეტად პოპულარული და მოთხოვნადია მსოფლიოს მასშტაბით.
ჩვენი მომხმარებლების განსხვავებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და თერაპიული სფეროების გასაფართოებლად ლიცენზირება უფრო მნიშვნელოვანი გახდა, როგორც ჩვენი ბიზნეს-პოლიტიკის ნაწილი. ჩვენი ლიცენზიარები არიან მსოფლიოში ცნობილი ფარმაცევტული კომპანიები, რომელთაც შეგვარჩიეს მათი პროდუქციის მარკეტინგისთვის ჩვენს რეგიონში, ჩვენი კარგი რეპუტაციის და გამოცდილების წყალობით.