ჩვენი სტრატეგიის ერთ–ერთი ძირითადი საყრდენი ინოვაციაა. ჩვენ ვხარჯავთ დაახლოებით 45 მილიონ ევროს კვლევასა და განვითარებაზე.
დააწკაპუნეთ აქ და გაიგეთ მეტიეგის ჯგუფის სტრატეგიის ერთ–ერთი ძირითადი საყრდენია ინოვაცია. ეგის ჯგუფი ყოველწლიურად დაახლოებით 45 მილიონ ევროს ხარჯავს კვლევასა და განვითარებაზე.
კვლევასა და განვითარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ეგის ჯგუფის სტრატეგიაში; ჩვენი კომპანია მიიჩნევს, რომ უწყვეტი განახლება და ინოვაცია არის ერთ–ერთი მთავარი ღირებულება.
რეგიონულ დონეზე, ჩვენ ვხარჯავთ მნიშვნელოვან თანხას - წელიწადში დაახლოებით 45 მილიონ ევროს, გენერიკების განვითარებაზე. ეს თანხა წარმოადგენს ჩვენი ბრუნვის 8%-ზე მეტს. გენერიული აქტიური ნივთიერების განვითარების მთავარ მიზანს წარმოადგენს ნოვატორული წარმოების პროცესის შემუშავება, რომელიც ხელსაყრელი იქნება ტექნოლოგიური და პატენტირების თვალსაზრისით. ნოვატორული მეთოდი შეიძლება იყოს სინთეზის კიდევ ერთი გზა ან უკვე არსებული გზის ოპტიმიზაცია. ჩვენი პროდუქტის განვითარების საქმიანობა მიმართულია ისეთი მედიკამენტების შემუშავებაზე, რომლებსაც ბაზარზე არსებულ თერაპიულ გადაწყვეტილებებთან ერთად პაციენტებისთვის დამატებითი ღირებულებები ექნებათ.