ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ
ეგის ფარმაცეუტიკალსი
ბოლო შესწორება: 4 თებერვალი 2020 წ.
1. Egis Gyógyszergyár Zrt. (ეგის ფარმაცეუტიკალსი) (H-1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა 30-38., +36 1 803-5555, mailbox@egis.hu, მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებში: adatvedelem@egis.hu) (შემდგომში: „ეგისი“) იყენებს Cookies-ფაილებს მისი ვებ-გვერდის -hu.egis.health გარკვეულ გვერდებზე. Cookies-ფაილები არის ფაილები, რომლებიც ინახავს ინფორმაციას მომხმარებლების ვებ-ბრაუზერში. ეს ინსტრუქცია („ინსტრუქცია“) შეიცავს ინფორმაციას Cookies-ფაილების გამოყენების შესახებ.
2. Cookies-ფაილების გამოყენების მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ გავარკვიოთ შემოსული იყო თუ არა მანამდე მომხმარებელი ვებ-გვერდზე ან განვსაზღვროთ ვებ-გვერდის რომელი ნაწილია ყველაზე პოპულარული, რომელ ნაწილს სტუმრობენ მომხმარებლები და რა დროს ატარებენ გვერდებზე. აღნიშნულის შესწავლით ვებ-გვერდი შეიძლება მოერგოს მომხმარებელთა საჭიროებებს და შესთავაზოს მას უფრო მრავალფეროვანი შესაძლებლობები. მომხმარებლის შემდეგი ვიზიტის დროს Cookies-ფაილების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ნაჩვენები ინფორმაცია შევუსაბამოთ მომხმარებლის წინა პარამეტრებს.
3. ეგისი იტოვებს უფლებას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ინსტრუქცია შესაბამის კანონმდებლობაში მითითებული შეზღუდვების გათვალისწინებით და, საჭიროების შემთხვევაში, დროულად, წინასწარ მიაწოდოს ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტებს. წინამდებარე ინსტრუქცია შეიძლება შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელი გახდება კანონმდებლობის, ხელისუფლების ორგანოების მონაცემთა დაცვის პრაქტიკის, ბიზნესის ან თანამშრომლების საჭიროებების ცვლილების, ასევე, ახალი Cookies-ფაილების გამოყენების ან ახლად გამოვლენილი უსაფრთხოების რისკის გამო. მოთხოვნისთანავე, ეგისი მონაცემთა სუბიექტს გაუგზავნის ინსტრუქციის მიმდინარე ვერსიის ასლს.
4. მომხმარებლებს უფლება აქვთ შექმნან საკუთარი ვებ-ბრაუზერი, მათ შეუძლიათ მიიღონ ან უარყონ Cookies-ფაილები ან მოითხოვონ გაფრთხილება, რომ მათ ბრაუზერში ინახება Cookies-ფაილი. ყველა ბრაუზერი განსხვავებულია, ამიტომ მათი "დახმარების" (Help) მენიუ დაგეხმარებათ Cookies-ფაილების პარამეტრების შეცვლაში. Cookies-ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და მათი გამორთვისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://www.youronlinechoices.com/hu/.
5. მენიუს ელემენტები, რომლებიც ეხება Cookies-ფაილებს ყველაზე ხშირად გამოყენებულ ბრაუზერებში:
Mozilla Firefox: https://support.mozilla.org/en-US/kb/clear-browsing-history-and-cookies-firefox
Google Chrome: https://support.google.com/chrome/answer/95647?co=GENIE.Platform%3DDesktop&hl=en
Internet Explorer: https://support.microsoft.com/en-us/help/17442/windows-internet-explorer-delete-manage-cookies
დამატებითი ინფორმაცია Google-ის Cookies-ფაილებზე: https://developers.google.com/analytics/devguides/collection/gtagjs/cookie-usage
6. hu.egis.health ვებ-გვერდზე ეგისის მიერ გამოყენებული Cookies-ფაილები მოცემულია ქვემოთ. გარდა ამისა, ეგისი ტექნიკური წესით აღრიცხავს, მიიღო თუ არა უკვე მომხმარებელმა ეს ინსტრუქცია.
Cookies–ფაილების ტიპები
1. ძირითადი ფუნქციონირებისთვის საჭირო Cookies-ფაილები
აღნიშნული Cookies-ფაილები უზრუნველყოფს ვებ-გვერდის შესაბამის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს მის გამოყენებას და აგროვებს ინფორმაციას მის შესახებ ვიზიტორების იდენტიფიცირების გარეშე.
მონაცემთა დამუშავების იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს „მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის“ (GDPR) მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტი. იგი ამყარებს ეგისის კანონიერ ინტერესს - უზრუნველყოს ვებ-გვერდის შესაბამისი ფუნქციონირება.
2. ფუნქციური Cookies-ფაილები
მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, ჩვენ ვიყენებთ ისეთ Cookies-ფაილებს, რომლებიც იმახსოვრებენ ვებ-გვერდის გარკვეული ფუნქციების გამოყენებას, რითაც შემდეგი ვიზიტისას მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ იმავე პარამეტრებით.
მონაცემთა დამუშავების იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი (ნებაყოფლობითი თანხმობა), რომელსაც თქვენ იძლევით Cookies-ფაილების გამოყენებაზე დათანხმებისას. თქვენი ბრაუზერის სათანადო პარამეტრის გამოყენებით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ავტომატური დადასტურება, ხოლო ბრაუზერს ყოველ ჯერზე შეუძლია შემოგთავაზოთ Cookies-ფაილების მიღების ან უარყოფის არჩევანი.
3. Cookies-ფაილები სტატისტიკური მიზნებისათვის
ისინი გვაწვდიან სტატისტიკურ მონაცემებს ვებ-გვერდის მუშაობასთან დაკავშირებით (მაგალითად, გვერდების დატვირთვის რაოდენობა, ვებ-გვერდზე დახარჯული საშუალო დროის ხანგრძლივობა), რათა შევაგროვოთ მონაცემები ვებ-გვერდის ოპერატორისთვის, მომხმარებლების მიერ ვებ-გვერდის გამოყენების მოდელზე დაყრდნობით. აღნიშნული Cookies-ფაილები არ ახდენს ვიზიტორების იდენტიფიცირებას. მათ მიერ შეგროვილი ინფორმაცია ეხება მომხმარებლის მიერ მონახულებულ ქვე-გვერდების რაოდენობას, თითოეული სესიის ხანგრძლივობას, შეცდომის შესახებ შეტყობინებების ტიპებს და ა.შ. სტატისტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი Cookies-ფაილები დათვალიერების დროს ავტომატურად თავსდება მომხმარებლის მოწყობილობებში და ამგვარი Cookies-ფაილების წაშლა შესაძლებელია ბრაუზერის პარამეტრებიდან.
მონაცემთა დამუშავების იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტი (ნებაყოფლობითი თანხმობა), რომელსაც თქვენ იძლევით Cookies-ფაილების გამოყენებაზე დათანხმებისას. თქვენი ბრაუზერის სათანადო პარამეტრის გამოყენებით, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ ავტომატური დადასტურება, ხოლო ბრაუზერს ყოველ ჯერზე შეუძლია შემოგთავაზოთ Cookies-ფაილების მიღების ან უარყოფის არჩევანი.
Cookies-ფაილები
1. "egissession"
Cookies-ფაილის ტიპი: ეს Cookies-ფაილი საჭიროა ძირითადი ფუნქციონირებისთვის.
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო:
მომხმარებლის წინა სესიის იდენტიფიცირება, ვებ-გვერდის ხელახლა გახსნის შემთხვევაში მისი შესაბამისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად. დამუშავებული მონაცემები: სესიის იდენტიფიკატორი.
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: Cookies-ფაილი ინახება ვებ-გვერდზე, სანამ მომხმარებელი არ დატოვებს ვებ-გვერდს ან არ დახურავს ბრაუზერს.
2. "tz"
Cookies-ფაილის ტიპი: ეს Cookies-ფაილი საჭიროა ძირითადი ფუნქციონირებისთვის.
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო: დროის ზონის იდენტიფიკაცია. ადგილმდებარეობის განსაზღვრა მუნიციპალიტეტის დონეზე, მაგალითად, ევროპა/ ბუდაპეშტი. ინფორმაცია, რომელიც საჭიროა შინაარსობრივი მომსახურებისთვის რეგიონულ დონეზე. დამუშავებული მონაცემები: დროის ზონა, ადგილმდებარეობა მუნიციპალიტეტის დონეზე.
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: პირველი ვიზიტიდან 3 წლის განმავლობაში
3. "egis_website_gdpr_accepted"
Cookies-ფაილის ტიპი: ეს Cookies-ფაილი საჭიროა ძირითადი ფუნქციონირებისთვის.
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო: ამოწმებს, დადასტრებულია თუ არა GDPR-ის წესები. თუ მომხმარებელი პირველად ეწვევა ვებ-გვერდს, იგი უნდა დაეთანხმოს Cookies-ფაილების მონაცემთა დამუშავების პირობებს. ეს Cookies-ფაილი ინახავს მონაცემებს იმის შესახებ, რომ ვებ-გვერდზე შემოსული მომხმარებელი დაეთანხმა მონაცემთა დამუშავების პირობებს, ამიტომ იგი აღარ სვამს იმავე კითხვას შემდეგი ვიზიტისას. დამუშავებული მონაცემები: მიიღო თუ არა მომხმარებელმა პირობები.
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: მუდმივად
4. "video-muted"
Cookies-ფაილის ტიპი: ფუნქციური Cookies-ფაილი
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო: ვიდეო პლეერის პარამეტრი. ამ Cookies-ფაილის საშუალებით ვიდეო პლეერი იმახსოვრებს, რომ მომხმარებელს სურს უყუროს ვიდეოს ხმის გარეშე. დამუშავებული მონაცემები: პარამეტრის შერჩევა.
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: Cookies-ფაილი ინახება ვებ-გვერდზე, სანამ მომხმარებელი არ დატოვებს ვებ-გვერდს ან არ დახურავს ბრაუზერს.
5. "video-volume"
Cookies-ფაილის ტიპი: ფუნქციური Cookies-ფაილი
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო: ვიდეო პლეერის პარამეტრი. ამ Cookies-ფაილის საშუალებით ვიდეო პლეერი იმახსოვრებს ხმის იმ მოცულობას, რომლითაც მომხმარებელს სურს ვიდეოს ყურება. დამუშავებული მონაცემები: პარამეტრის შერჩევა.
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: Cookies-ფაილი ინახება ვებ-გვერდზე, სანამ მომხმარებელი არ დატოვებს ვებ-გვერდს ან არ დახურავს ბრაუზერს.
6. "_ga"
Cookies-ფაილის ტიპი: Cookies-ფაილი სტატისტიკური მიზნებისთვის
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო: Google Analytics-ის Cookies-ფაილი. Cookies-ფაილი, რომელიც აუცილებელია ვიზიტების რაოდენობის სტატისტიკის დასამუშავებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://developers.google.com/analytics/devguides/collection/gtagjs/cookie-usage
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: პირველი ვიზიტიდან 2 წლის განმავლობაში
7. "_gid"
Cookies-ფაილის ტიპი: Cookies-ფაილი სტატისტიკური მიზნებისთვის
მონაცემთა დამუშავების მიზანი, დამუშავებული მონაცემების სფერო: Google Analytics-ის Cookies-ფაილი. Cookies-ფაილი, რომელიც აუცილებელია ვიზიტების რაოდენობის სტატისტიკის დასამუშავებლად. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://developers.google.com/analytics/devguides/collection/gtagjs/cookie-usage
Cookies-ფაილების არსებობის ხანგრძლივობა: Cookies-ფაილი ინახება ვებ-გვერდზე, სანამ მომხმარებელი არ დატოვებს ვებ-გვერდს ან არ დახურავს ბრაუზერს.
8. "_gat_gtag_N"